მე – მწერალი

მივხვდი, რატომ იწყებენ მწერლები წერას “დილით, საწოლზე რომ წამოვჯექი…-ით” და საწოლზე წამოვჯექი. ლიტერატურულად არა, ისე, ჩვეულებრივი ყლეამდგარი ტიპივით და არც მიფიქრია, ამაში რაიმე შემოქმედებითის დანახვა… მიუხედავად იმისა, რომ ამდგარი ფალოსი […]

Read Article →

რაც გოგოებისთვის არ შეიძლება

Originally posted on ცხარე ლიმონი:
ავდექი. სხვა უნიჭო მწერლებისგან განსხვავებით მაღვიძარას არ გავუღვიძებივარ. საერთოდაც, დილით რომ გეღვიძება, მაგით წერის დაწყება ისეთივე სისულელეა, როგორც სილამაზის კონკურსზე მსოფლიოსთვის მშვიდობის სურვება და ძმაკაცის პროფილის ფოტოზე…

Read Article →

ჩაწერა

მეზობლის ძაღლის წკავწკავმა იმაზე ადრე გამაღვიძა, (მთვარეს უყეფს ეს ძაღლიშვილი) ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. დამესიზმრა, რომ გამოცდაზე ჩამეძინა, სადაც დამესიზმრა, რომ ჩავიჭერი და ცხოვრების ხალისი დავკარგე (ნოლანის ანგლო-ამერიკელი დედა […]

Read Article →

The Chaos

მარშრუტკის მარჯვენა კარში ვიღაც ფაშფაშა ქალის ტრაკი იმზირება. დაჭმუჭნული კოლოფიდან სიგარეტს ვიღებ და ნერვიულად ვსრეს თითებში. თითქოს 2 წუთის წინ მოვწიე, თითქოს თავიც დავანებე და თვითონ არ დამანება თავი. პენოპლასტით […]

Read Article →

მამაკაცები შავებში, ანუ როგორ გავიდა 4 წელი

ცხოვრების 4 წლით უკან გადახვევის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც 4 წლის წინ მოვიქეცი. ხო აბა, ცხოვრება არ ჰგავს იმ სენტიმენტალურ ფილმებს, სადაც მთავარი გმირი (სადღაც ჯორჯ კლუნისა […]

Read Article →

ხელფასის დღე

ხელფასის დღე და განკითხვის დღე რაღაცნაირად ჰგავს (არამხოლოდ სინტაქსურად) ერთმანეთს, თუმცა, საბედნიეროდ, ხელფასის დღე უფრო ხშირად დგება, ვიდრე განკითხვის. ზოგადად, ხელფასის დღე დაკავშირებულია ბანკიდან მიღებულ ერთადერთ სასიხარულო მესიჯთან… სხვა დანარჩენი […]

Read Article →

სექსუალური რევოლუცია და პასუხისმგებლობა

ცნობისთვის: თავშივე მინდა ვთქვა, რომ ჩოხა-ახალუხიანი ჰიპი, ანდაც პანკი, ჩემთვისაც ისეთივე მიუღებელია, როგორც ეს იქნება რომელიმე რიგითი ჯიგარი მამულიშვილისთვის –  ეს პოსტთან საერთოდ არაფერ შუაშია და სწორედ იმიტომ არის აქ […]

Read Article →

არც ისე გენიალური პოსტი

არც ისე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მთელი ეს 18 წლიანი პერიოდი, პირველი ჩაფსმიდან დაწყებული, უნივერსიტეტში ჩაბარებით დამთავრებული, ექიმებთან სირბილსა და მათ მიერ მოცემული დანიშნულების შესრულებაში გაილია. ზაზა, ივარჯიშე; ზაზა, ორთოდონტიული აპარატი […]

Read Article →

ლიტერატურული ჟურნალისტიკა და პოლკოვნიკი აურელიანო

გამარჯობათ! ახლა თქვენ თუ ამ პოსტს კითხულობთ, ე.ი. ამ სემესტრში ყველა საგანი შემეტენა, უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე, ცხოვრება ამერია და ან ვაგზლის პერეხადნოიზე ვმათხოვრობ, ან ვაგონებში ხალხს ვაბოლებ, რომ მყავს 4 […]

Read Article →

ვინ თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს

რაც მუშაობა დავიწყე, სახლში ან გვიან ვბრუნდები, ან არასდროს. დაგვიანების მიზეზი იმდენად ჩემი შრომისმოყვარეობა არ არის, რამდენადაც ათასობით ჩემნაირით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რომც გამიმართლოს და მეტროში ან ავტობუსში ჩემი წილი […]

Read Article →